ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ და რუსულმა „როსკოსმოსმა“ მარსის ზედაპირის ახალი ფოტო გამოაქვეყნეს.
ფოტო ორბიტალური აპარატის ExoMars Trace Gas-ის ბორტზე არსებულმა კამერამ Cassis-მა 2021 წლის 1 თებერვალს გადაიღო. მასზე გამოსახულია „ქაოტური რელიეფის“ ერთ-ერთი ზონა. საერთო ჯამში მარსზე 30-მდე ასეთი ზონაა აღმოჩენილი.
ფოტოს სრული რეზოლუციით ნახვა შესაძლებელია ბმულზე.