„ასტრონომებმა სამყაროში ყველაზე დიდი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომლის სიგრძეც 16,3 მილიონ სინათლის წელიწადს შეადგენს“, - ამის შესახებ The Science იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ეს ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკური წარმოშობის ყველაზე მსხვილი სტრუქტურაა. ობიექტს ალკონია დაარქვეს. ის დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალკონია ზრდას განაგრძობს და უფრო გაფართოვდება.