logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია
- +

16 თებერვალი. 2022. 01:22

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

„რაც არ უნდა მოხდეს, აშშ მზად არის. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიაში ჩავერთოთ რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში. ჩვენ მზად ვართ მტკიცე პასუხი გავცეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ უახლოეს დღეებში ან კვირებში რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთი საერთაშორისო დაგმობის წინაშე აღმოჩნდება.

 

„თუ რუსეთი უახლოეს დღეებში და კვირებში უკრაინაში შეიჭრება, უკრაინა უზარმაზარი ადამიანურ დანაკარგს განიცდის. რუსეთისთვის სტრატეგიული დანაკარგი ასევე დიდი იქნება. თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ამას საერთაშორისო დაგმობა მოჰყვება. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა არასაჭირო სიკვდილი და ნგრევა აირჩია. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცე პასუხს გასცემენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner