„აშშ და ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„უკრაინა რუსეთს არ ემუქრება. არც აშშ-ს და არც ნატოს უკრაინაში რაკეტები განთავსებული არ აქვთ. ჩვენი სამიზნე რუსეთის მოსახლეობა არ არის. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი და დამანგრეველი ომი გსურთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს იქნება არჩევანის ომი, ან ომი მიზეზის გარეშე.