logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: მიმდინარე კვირიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სავსებით შესაძლებელია
- +

16 თებერვალი. 2022. 12:17

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სავსებით შესაძლებელია.

 

„მიმდინარე კვირიდან დაწყებული აგრესიის აქტი სავსებით შესაძლებელია, თუ გადავხედავთ რა ხდება უკრაინის მიმდებარე რაიონებში, სადაც რუსული ძალების განლაგებას ვხედავთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა France 24-თან ინტერვიუში.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი დღესაც იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც წარსულში იყენებდა, მათ შორის პროვოკაციების განხორციელება, რათა წინასწარ დაგეგმილი ინტერვენცია გაამართლოს.

 

„პრეზიდენტმა პუტინმა ყველა პირობა შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად. უკრაინის გარშემო უფრო და უფრო მეტ რუსულ ძალებს ვხედავთ: 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი. ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. პრეზიდენტ პუტინისთვის ძალიან ადვილი იქნება იმის ჩვენება, რომ ის მზადაა დიპლომატიური გზისთვის. ამის დაწყება შეიძლება დეესკალაციით, უკრაინის გარშემო მყოფი ჯარების შემცირებით. რუსეთს არანაირი საფუძველი არ აქვს ასეთი ქცევისთვის. ერთადერთი ახსნა აგრესიის მორიგი აქტია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner