„შეიძლება თუ არა ისეთი პოლიტიკური ძალის ნდობა, რომელიც საკუთარ სიტყვას არ სცემს პატივს? რა თქმა უნდა - არა! სწორედ ამიტომაცაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა; საზოგადოების მიერ ოპოზიციისთვის გამოტანილი ვერდიქტი სრულიად სამართლიანია“, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზაზა მარიდაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში სწორედ პრინციპულობისა და ღირსების მკვეთრი დეფიციტია, რის ნათელი მაგალითი ოპოზიციაა, რომელიც ჯერ პარლამენტს გაყალბებულს უწოდებს, ხოლო დღეს თავადაც ლეგიტიმურად გრძნობენ თავს პარლამენტში.
„საზოგადოება ნდობას უცხადებს პრინციპულ და ღირსების მქონე პოლიტიკურ ძალებს, ეს ნდობა არჩევნებზე ფორმდება და ამ გზით საზოგადოებას ხელისუფლებაში მოჰყავს აღნიშნული ღირებულებების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციები; სამწუხაროდ, საქართველოში სწორედ პრინციპულობისა და ღირსების მკვეთრი დეფიციტია; ამის თვალნათელი მაგალითია ოპოზიციის ახალი მოთხოვნა მოხდეს მის მიერვე ჩახსნილი საარჩევნო სიების აღდგენა; რამდენიმე თვის წინ სიები ჩახსნეს, დღეს ითხოვენ აღდგენას; რამდენიმე თვის წინ ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, დღეს პარლამენტში სხედან; რამდენიმე თვის წინ ამ პარლამენტს გაყალბებულს უწოდებდნენ, დღეს თავადაც ლეგიტიმურად გრძნობენ თავს პარლამენტში; ასეთი ფაქტების მოყვანა შორს წაგვიყვანს; დიაგნოზი კი ერთადერთია - სწორედ ეს არის უპრინციპობის და უღირსობის ნათელი გამოვლინება.
შეიძლება თუ არა ისეთი პოლიტიკური ძალის ნდობა, რომელიც საკუთარ სიტყვას არ სცემს პატივს? რა თქმა უნდა - არა! სწორედ ამიტომაცაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა; საზოგადოების მიერ ოპოზიციისთვის გამოტანილი ვერდიქტი სრულიად სამართლიანია, გამომდინარეობს თავად ოპოზიციის ქმედებებიდან და არსი ამ ვერდიქტისა ისაა, რომ უპრინციპო და ღირსების არ მქონე პოლიტიკური ძალა ვერასდროს ვერ იზრუნებს საზოგადოების ღირსებასა და კეთილდღეობაზე; ეს აქსიომაა, რომელიც მრავალგზის გამყარებულია პრაქტიკული მაგალითებით“, - წერს მარიდაშვილი.