logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად
- +

16 თებერვალი. 2022. 12:51

 

 

„რუსეთს ომი არ სურს და მოლაპარაკებისთვის მზადაა“, - ეს განცხადება კრემლის ლიდერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

 

პუტინმა უკრაინის ხელისუფლება დონბასის მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, შეეცდება, მინსკის შეთანხმების არარეალიზებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.

 

კრემლის ლიდერმა კომენტარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებაზეც გააკეთა. მისი თქმით, დუმის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია რუსული საზოგადოების განწყობას ასახავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner