logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რას ითხოვთ, ვინ ხართ, საიდან მოსულხართ, სად დაბადებულხართ, ვინ დაგბადათ, ვინ გაგზარდათ?!
- +

16 თებერვალი. 2022. 13:28

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„იცით, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება რა არის?

გუშინ ,,კეზერვიზიამ'' აჩვენა, რამდენიმე ღინღლი ჩვენი აფრიკის ველებზე გასულიყო (სადაც უკანონო ქოხმახებია ჩადგმული) და იმუქრებოდა, თუ ამათ მიწებს კერძო საკუთრებაში არ დაურეგისტრირებთ, უკიდურეს ზომებს მივმართავთო.

 

გაიგონეთ?

უკიდურეს ზომებსო!

 

ახლა ესენი რომ ვიღაცის ამოქოქილები არიან, ცხადია, მაგრამ როგორც ჩანს, ის ვიღაცა იმდენად ვიგინდარაა, აზრზე არ არის, ვის ვინ უნდა დაუპირისპიროს.

 

შეხედეთ ფოტოებს, საიდანღაც გამომძვრალი ღინღლი თბილისის მერიასა და კახა კალაძეს ტელევიზორიდან „მუსკულებს'' უთამაშებს, ამას გიზამთ, იმას გიზამთო!

 

იცით, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება რა არის?

 

ახლავე მოგახსენებთ!

ის, რომ ბევრმა არ იცის თავისი ადგილი!

 

ვინც კი ჯღნავის, თავი ყველას კაცი ჰგონია!

 

ბევრი აღარც თავს იბანს და აღარც სარკეში იყურება!

წიგნში ჩახედვაზე აღარ ვლაპარაკობ!

 

ბევრი აღარც საკუთარ წარმომავლობას უყურებს, აღარც ოჯახიშვილობას, გამოყოფს თავსა ნეხვიდან და აცხადებს, მთელმა სახელმწიფომ ჩემ ხოშზე უნდა იტრიალოსო. მეცინება, ეგეთი კურკლიანების ხოშზე სახელმწიფო კი არა, ჯორის კუდიც ვერ იტრიალებს!

 

ოეეეეე!

 

საკუთარ თავებს შეხედეთ, კარგად დაადგინეთ, ვის ეტოლებით, ვის ეზომებით, ვის ემუქრებით, რას ითხოვთ, ვინ ხართ, საიდან მოსულხართ, სად დაბადებულხართ, ვინ დაგბადათ, ვინ გაგზარდათ?!

 

ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორეთ, ფისი ქენით, დაიძინეთ!“- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner