logo_geo
eng_logo
ექსკლუზივი საქართველოს ბაზარზე - მაწვნის ნაყინი
- +

5 აგვისტო. 2016. 15:05


ქართველების გამომგონებლურ ნიჭზე ბევრი ამბავი გვსმენია. ჯერ მხოლოდ ის საფრენი აპარატი რად ღირს „შერეკილები" რომ გაფრინდნენ... იომური იქით იყოს. ახლა, პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაწონი რომ ძალიან გემრიელი გვაქვს, ეს ყველამ იცის. მიუხედავად ამისა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ გემრიელი მაწვნისგან კიდევ უფრო გემრიელი რამის დამზადება შეიძლებოდა. დიახ, სწორედაც რომ!

კახეთში არსებულმა მაწვნის სახლმა სახელწოდებით ,,ალავერდი", მაწვნის ნაყინის დამზადება დაიწყო. სამომავლოდ კი ქსელის გაფართოება იგეგმება.


როგორც მაწვნის სახლის დირექტორი კოკა კანდელაკი ამბობს, უახლოეს მომავალში აღნიშნული პროდუქცია თბილისშიც გაიყიდება.

 


„მაწვნის სახლი ალავერდი ტურისტულ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდა. ამ წელს მომხმარებლებს მაწვნისგან დამზადებულ ნაყინს შევთავაზებთ", - აღნიშნავს დირექტორი. 


მისი დაკვირვებით, აღნიშნულმა პროდუქტმა ტურისტების გული უკვე მოინადირა.




მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ტურისტი სტუმრობს მაწვნის სახლს და ტურისტთა უმეტესობა რუსეთიდანაა.


მაწვნის სახლის მთავარი პროდუქტი, რაღა თქმა უნდა,  მაწონია, თუმცა, ხდება მაწვნისგან სხვადასხვა პროდუქტი დამზადება, რაც ძალიან მოსწონთ ტურისტებს. აღნიშნულ მაწვნის სახლში ტურისტებს საშუალება ეძლევათ დააგემოვვნონ   ადგილობრივი ნედლი ხილი და ამასთან, თუშური სამზარეულო - ხავიწი, კოტორი, გუდა ყველი.


მაწვნის სახლი ,,ალავერდი" 2014 წელს დაარსდა. მსოფლიო ბანკმა ამ პროექტში 2 მლნ. ლარი ჩადო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საწარმოში 10 ადამიანი დასაქმდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner