ოზურგეთში ახალი სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი - საჩოგბურთო ცენტრი აშენდება. საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ქალაქს ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ვანო ჩხარტიშვილმა საჩუქრად გადასცა.
ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს განაცხადა.
სპორტული კომპლექსი ოზურგეთში, მალაზონიას ქუჩაზე აშენდება და ჩოგბურთის თანამედროვე კორტებს, სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.