logo_geo
eng_logo
კრემლი თვლის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მინსკის შეთანხმებების დარღვევა იქნებოდა
- +

16 თებერვალი. 2022. 16:54

 

 

კრემლი თვლის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მინსკის შეთანხმებების დარღვევა იქნებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ეს ნამდვილად ასეა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინის დონბასის მიმართულებით მთავარ ამოცანას მინსკის შეთანხმებების რეალიზება წარმოადგენს.

 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიაროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner