ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა „ალი და ნინო“ მალე განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას.
სიყვარულის მოძრავ სკულპტურას, ავტორის - თამარ კვესიტაძის კომპანია „თკ სტუდიო“-ს მიერვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. საავტორო გადაწყვეტილებით, კომპლექსურად შეიცვალა მოძრაობის და ღამის განათების სისტემა, რომლის მიხედვითაც სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდება.
ქანდაკება „ალი და ნინო“ განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას.