logo_geo
eng_logo
„ალი და ნინოს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მალე განახლებული განათება-მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ფუნქციონირებას
- +

16 თებერვალი. 2022. 18:09

 

 

ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა „ალი და ნინო“ მალე განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას.

 

სიყვარულის მოძრავ სკულპტურას,  ავტორის - თამარ კვესიტაძის  კომპანია „თკ სტუდიო“-ს  მიერვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. საავტორო გადაწყვეტილებით, კომპლექსურად შეიცვალა მოძრაობის და ღამის განათების სისტემა, რომლის მიხედვითაც სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდება.

 

ქანდაკება „ალი და ნინო“ განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner