„დღესაც, როდესაც მანდატები შეუწყდა სამ ოპოზიციონერს, მათ აქვთ 11 მანდატით მეტი, ვიდრე საჭიროა რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმების შექმნისა და გამოყენებისთვის, რაც ოპოზიციისთვის არის გათვალისწინებული“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მანდატის გაუქმების შემდეგ ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდა.
„თვეების განმავლობაში ჩვენ და მთელ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ მანდატები არ იყო საჭირო და უნდა გაუქმებულიყო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს არასწორია, არის საპარლამენტო საბოტაჟი, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ვეუბნებოდით: „სიებს ნუ გააუქმებთ“, თუმცა ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ გააკეთეს. დღეს 180 გრადუსით საპირისპირო რიტორიკას ვისმენთ. პარლამენტშიც არიან, სიების გაუქმებაზე ახლა ჩვენ გვთხოვენ, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ და როგორმე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ ამით. რაც მთავარია, მანდატების შეწყვეტაზე მოვისმინეთ გაუგონარი არათანმიმდევრობა “, - განაცხადა თალაკვაძემ.