logo_geo
eng_logo
„Air Baltic“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს
- +

16 თებერვალი. 2022. 18:28

 

 

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 მაისიდან „Air Baltic“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას.

 

ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, „Airbus 220“ ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

 

„Air Baltic“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner