„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 მაისიდან „Air Baltic“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას.
ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, „Airbus 220“ ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
„Air Baltic“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.