„ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდა დაბრუნებულიყო პარლამენტში, რადგან სრულ პოლიტიკურ ოფსაიდში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ პოლიტიკურად გაკოტრდა მათი საბოტაჟს გეგმა,“ - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] სჭირდებოდათ რაღაც მიზეზის დასახელება, რისთვისაც პარლამენტში შემოვიდოდნენ და ეს მიზეზი იყო კომისია, რომელიც, მათი განმარტებით სააკაშვილს უკავშირდება. მათ მხარდამჭერებს, კითხვები რომ არ გასჩენოდათ, რატომ შემოდიოდნენ პარლამენტში, ამისთვის მოიფიქრეს ემოციური მიზეზი და ეს არის სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნა. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მარტივი პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც საზოგადოებას სათანადო შეფასების გარეშე არ დარჩება და ვერავის მოტყუებას ისინი ვერ შეძლებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.