logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს პაატა ბურჭულაძის „იავნანაა“ თუ სააკაშვილის „ვარდოვნანა“?!
- +

5 აგვისტო. 2016. 15:09


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით საუბრობს. მძინარაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ლოალური იყო.  

 

„საჭიროა გავიგოთ, ეს პაატა ბურჭულაძის „იავნანაა" თუ სააკაშვილის „ვარდოვნანა"?!

 

პაატა ბურჭულაძემ ძალიან არადამაჯერებლად აუხსნა საზოგადოებას, მე სააკაშვილის რეჟიმის დროს ღიად არ ვაპროტესტებდი დანაშაულებებს, მაგრამ შინაგანად „შეშფოთებული" ვიყავი, ამერიკასავითო!

 

მთავარი ის არის, რომ პაატა ბურჭულაძის დამოკიდებულება სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიმართ იყო ლოიალური! მას არ ეყო ვაჟკაცობა, გამბედაობა, რომ როგორც ნამდვილ მოქალაქეს და ქვეყნის პატრიოტს, ხმამაღლა ეთქვა: ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი!

 

მეტსაც გეტყვით: პაატა ბურჭულაძემ თავისი ლოიალურობით გააძლიერა და გაახანგრძლივა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რადგან სწორედ მისი და მისნაირი გამოჩენილი ადამიანების კონფორმიზმმა დაგვატეხა თავს უამრავი უბედურება ნაცების 9-წლიანი მმართველობისას! ახლა შეადარეთ ის საფრთხე, რომელიც ელოდა პაატა ბურჭულაძეს, ხმა რომ ამოეღო სააკაშვილის რეჟიმის უკეთურობაზე, იმ სასინელებებს, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა გადაიტანეს, ნაცრეჟიმს ღიად რომ ებრძოდნენ!

 

პაატა ბურჭულაძეს, დიდი-დიდი, კონცერტებს აღარ ჩაატარებდნენ საქართველოში და ქველმოქმედებაში შეუშლიდნენ ხელს. აი, საქართველოს ათიათასობით მოქალაქე კი ციხეში, ჯოჯოხეთურ პირობებშიგაუშვეს, ხოლო 100 ათასობით გაზარცვეს!

 

ამიტომაც მე პაატა ბურჭულაძის სიმღერაც აღარ მაინტერესებს",- განაცხადა მძინარაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner