logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ამ ოპოზიციას არაფერი ეშველება!
- +

16 თებერვალი. 2022. 18:53

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სასაცილოა ნათელაშვილის მოწოდება, რაღამც მე გამაგდეს, პარლამენტი სხვებმაც დატოვეთო.

 

ბადრი ჯაფარიძე კარიდან გაუშვეს და ფანჯრიდან მიძვრება. რუსთავის მაჟორიტარად იყრის კენჭს. დანაშაულს, ანუ თაღლითობას აღარ უარყოფენ. მათი აზრით, რაღამც ძველია, რის გამოც არ დააკავეს, შეიძლება ისევ ხელისუფლებისკენ გაიწიოს. ვინც მის კანდიდატურას მხარს უჭერს, შესაბამისად მხარს უჭერენ თაღლითობას.

 

რუსთავიც ზუსტად ისევე აინტერესებთ, როგორც წალენჯიხა.

 

არჩევნებში მონაწილეობას სჯობდა სასამართლოს განაჩენის გაპროტესტებაზე დაეხარჯათ დრო და რესურსები.

 

მოკლედ, ამ ოპოზიციას არაფერი ეშველება. ოპოზიციის ასე გამარგინალება ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner