logo_geo
eng_logo
შეხვედრა ტოლსტოის N2-სა და N4-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან
- +

16 თებერვალი. 2022. 20:42

 

 

ჩუღურეთის რაიონში, მერიის ახალი ინიციატივის - ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე თვითმართველობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს პროგრამის დეტალები.

 

„ტოლსტოის N2, N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი გასულ წელს ჩამოიშალა. დარჩენილი ნაწილი, სადაც 18 ოჯახი ცხოვრობს არ შეესაბამება უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს. ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზეთ, მერის ახალი ინიციატივა, ჩანაცვლების პროგრამა, რაც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულად დემონტაჟს. მათ ნაცვლად კი ახლის მშენებლობას. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა", - განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner