logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: წარმატება გამორიცხულია, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხარ რაიმე კოალიციაში
- +

16 თებერვალი. 2022. 20:46

 

 

„გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატური, იქაც ხომ გაერთიანებული იყო მთელი ოპოზიცია და წააგეს - წარმატება გამორიცხულია, მით უმეტეს, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხარ რაიმე კოალიციაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად გაყალბებაზე გაკეთებული არაერთი განცხადებისა, ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა იმას, რომ ოპოზიცია არჩევნებს ენდობა.

 

„კი ბატონო, აგერ არის არჩევნები, ღია და გამჭვირვალე, ყველას აქვს უფლება წარადგინოს თავის კანდიდატი ან გაერთიანდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვნახეთ, გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატური, იქაც ხომ გაერთიანებული იყო მთელი ოპოზიცია და ხან რეფერენდუმი დაარქვეს, ხან გადამწყვეტი არჩევნები, მაგრამ ყველა წააგეს, რადგან განსხვავებული მორალის, პრინციპების და განსხვავებული ღირებულებების მქონე პარტია იყო გაერთიანებული, ამიტომ ასეთ გუნდს არასდროს ექნება წარმატება. მოსახლეობა გრძნობს, ვინ რისთვის იბრძვის, ამიტომ რუსთავში ძალიან მარტივად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, რომელიც არის ადგილობრივი, რუსთაველებზე შეყვარებული კადრი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება მათ და ნინო ლაცაბიძესთან ერთად როგორ შეიძლება გვერდში დაუდგნენ მოსახლეობას", - განაცხადა ზარქუამ.

 

პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner