„სამსახური ორიენტირებული უნდა იყოს, რომ დროულად უპასუხოს ამ გამოწვევას - ვინც არ უნდა იმხილებოდეს დააყენოს მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი“, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ვიცი ყველა ის გამოწვევა და მიზნები, რომელიც ამ სამსახურს შეიძლება ჰქონდეს. 2012 წლიდან მოყოლებული შეხება მაქვს სამოხელეო დანაშაულთან, ვიყავი როგორც რიგითი გამომძიებელი, ასევე ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმოდგენილი, რამაც მომცა საშუალება, რომ საგამოძიებო რგოლის ყველა საფეხურიდან შემესწავლა სამოხელეო დანაშაულის გამოძიება“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
კოკა კაციტაძე იმ ერთ-ერთ ახალი უწყებას იბარებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის შედეგად შეიქმნა. 76 ხმით ერთის წინააღმდეგ , პარლამენტმა კაციტაძეს მხარი დაუჭირა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვსი წლით ჩააბარა.