„ნაციონალური მოძრაობა“ მუყაითად ცდილობს მოირგოს ბიუჯეტის დამცველის მანტია. სინამდვილეში კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოუდგენელი თანხები გაედინებოდა ბიუჯეტიდან გაურკვეველი მიმართულებით“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მაგალითისთვის, აჭარაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 წელიწადში იმაზე მეტი დახარჯა მივლინებებში, საჩუქრებში, რესტორნებში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ 10 წელიწადში. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ლევან ვარშალომიძემ სტატისტიკურად 3 წლის განმავლობაში 4 მილიონამდე ლარი დახარჯა სარესტორნე, მივლინების, საჩუქრების, სტუმართა განთავსებისა წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით. მაშინ როცა, იგივე საჭიროებებისთვის აჭარის მთავრობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს 10 წლის განმავლობაში 3 მილიონიც არ დაუხარჯავს“, - წერს ლადო მგალობლიშვილმა.