„ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლები რა თქმა უნდა, არსებობდა: კონსტიტუციაში წერია მარტივად, რომ თუ პირს შეეფერდა სასჯელი, ამ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ამ დეპუტატს მანდატი შეუწყვიტოს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ ესეც კი სადავო გახადა.
„თუმცა საქმე რაშია: ხანდაზმულობა ნიშნავს იმას, რომ არ აღსრულდება განაჩენი, მაგრამ თავისთავად დანაშაულის ფაქტი დგინდება სასამართლოს მიერ, ხანდაზმულობის მიუხედავად და კონკრეტული სასჯელიც შეეფარდება. თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა როგორც ჯაფარიძეს, ისე ხაზარაძეს, ოღონდ აღსრულების გარეშე. ეს არის მოცემულობა და ესეც სადავოდ გახადეს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძემ ჩადენილი დანაშაული არ აღიარა. „მას რომ ეღიარებინა, აქ თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენი გადაწყვეტილება ყოფილიყო განსხვავებული. აღიარებით შენ არ უპირისპირდები სისტემას. ამ შემთვევაში ჯაფარიძემ აირჩია სხვა გზა, ისევე როგორც ხაზარაძემ. ის დაუპირისპირდა სისტემას და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა სასამართლოს განაჩენის გამოტანა, მაშინ, როდესაც ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი“, - განაცხადა კობახიძემ.