logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს და ამ პროცესის წარმატების დასრულების შემთხვევაში, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო
- +

16 თებერვალი. 2022. 23:49

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა და კიდევ ერთხელ ეთქვა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ გადაწყვიტეს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესის წარმატების დასრულების შემთხვევაში ქვეყანა ჩადგებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ ვიტყვი, დღეს რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, იმაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო, 2008 წელს რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად გახსოვთ, ეს ავარიდეთ ქვეყანას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ლელო„ და „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ერთი პოლიტიკური ძალაა იყვნენ.

 

„ბოლო პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შემოდიოდა და „ლელო“ იყო შემოსილი, მათ უბრალოდ ფუნქციები განაწილებული ჰქონდათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ გარედან უნდა დაერტყა და „ლელოს“ შიგნიდან უნდა გამოეტყუებინა რაღაცები, ეს იყო მარტივი განაწილება იმ ფუნქციების, რომელიც ერთ თავში იყო მოხარშული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner