„6 თვე კარი გვქონდა გაღებული ბადრი ჯაფარიძისთვის, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის და ღია კარში არ შემოდიოდნენ. ადამიანი, რომელიც 6 თვე არ შემოდიოდა ღია კარში ახლა ცდილობს ფანჯრიდან გადმოძვრეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჯაფარიძის გადაწყვეტილება არის რუსთაველების მიმართ უდიერი დამოკიდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ დგებით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უნდა იყო ადგილობრივი. რა თქმა უნდა, ჩვენც, როდესაც ასეთ თემაზე ვმსჯელობთ. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს ადგილობრივი. ცალსახად შეცდომა დაუშვეს სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ სორის იმის გამო, რომ ჯაფარიძის დანაშაული ხომ საზოგადოებამ კარგად იცის. იმდენად მარტივია ეს 17 მილიონის გათეთრების საქმე, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცი - ეს ერთი. მეორე, არც რუსთაველი არ არის, არც გარდაბნელი არ არის. ძალიან გაგვიმარტივეს იმ წარმატების მიღწევა, რომელსაც ისედაც მივაღწევდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.