„ყველამ კარგად იცის, რომ დავით კეზერაშვილი შავი ფულის მფლობელი: ის იყო ღარიბი საჯარო მოსამსახურე, როცა დაიწყო მუშაობა. შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრი, მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ იყო ღარიბი და როდესაც აღარ იკავებდა ამ პოსტს, ერთ დღეში გახდა უცბად მულტიმილიონერი - ეს არის მისი წარსული, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს „შავი ფული“, რომელიც მას ხალხისგან აქვს მოპარული, დღეს მისი მხრიდან ინვესტირდება პოლიტიკასა და პოლიტიკურ მედიაში.
„ოპიზიციური ტელეარხების ერთ-ერთი მთავარი დონორი „შავი ფულით“ არის კეზერაშვილი. გარდა იმისა, რომ ის „შავ ფულს“ შოულობდა ნაცმოძრაობის მთავრობის პირობებში, მან, როგორც ამბობენ, „შავი ფულის“ შოვნა სცადა საქართველოში ბოლო პერიოდშიც სცადა, თუმცა ასევე, როგორც ამბობენ, ეს აღიკვეთა. ამაზე მე დეტალებში ვერ ვისაუბრებ, ეს ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ხალხში ტრიალებს და შესაბამისად, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი ხედავს, რომ სააკაშვილი ციხეშია და იქ კიდევ დიდხანს დარჩება. „ასევე დროს ისიც, როგორც მელია და სხვები, ეძებენ თავის შანსს, რომ კიდევ უფრო წინ წამოწიონ თავიანთი პოზიციები და გავლენები“, - აღნიშნა კობახიძემ.