„საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებთან კონსულტაციები უნდა გვქონდეს, მათ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ საპარლამენტო სუვერენიტეტი არის საპარლამენტო სუვერენიტეტი და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თანამშრომლობა ერთია, მაგრამ საპარლამენტო გადაწყვეტილებებზე ნებართვის აღება წარმოუდგენელია. მე ვაცხადებ იმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ, ძალიან დიდი პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს, მაგრამ თქვენ მოგეწონებოდათ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყოველი შემდეგი საპარლამენტო გადაწყვეტილების მიღების წინ გარბის, თუნდაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში და წინასწარ ეკითხება ნებართვას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.