logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკშვილის თავისუფლება ვიღაცებისთვის გავლენების დაკარგვის თეორიული საფრთხეა
- +

17 თებერვალი. 2022. 00:15

 

 

„მიხეილ სააკშვილის თავისუფლება ვიღაცებისთვის გავლენების დაკარგვის თეორიული საფრთხეა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„სააკაშვილის პატიმრობას ყველა შეეგუა. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დამოკიდებულებას, იქ არის განსხვავებული განწყობები. სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, ვიღაცებისთვის სააკაშვილი არის შანსი, რომ თვითონ გაძლიერდეს გუნდის შიგნით. ვიღაცებისთვის პირიქით, სააკაშვილის თეორიული თავისუფლება არის საფრთხე პოზიციების დაკარგვის კუთხით. მაგალითად, საკაშვილის წარმატება რაიმე ფორმით, ნიშნავს მელიასთვის თანამდებობის დაკარგვას, მერაბიშვილისთვის ეს არის შანსი და ა.შ. არის სხვადასხვა ფრთა და ერთისთვის სააკაშვილი არის უფრო სარგებლიანი, ვიღაცისთვის უსარგებლოა და ა.შ. რეალურად, „ნაცონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და შიდა დაპირისპირებებიც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner