logo_geo
eng_logo
ანდრეი ტეტერუკი მიხეილ სააკაშვილზე: ის, რომ მან 8 წლის განმავლობაში ვერ ისწავლა ჩვენი დროშის სწორად დაჭერა, იმას ნიშნავს, რომ თავისი თავი მეტად უყვარს, ვიდრე უკრაინა ან საქართველო
- +

17 თებერვალი. 2022. 01:00

 

 

„ის, რომ მან 8 წლის განმავლობაში ვერ ისწავლა ჩვენი დროშის სწორად დაჭერა, იმას ნიშნავს, რომ თავისი თავი მეტად უყვარს, ვიდრე უკრაინა ან საქართველო“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა გმირმა, რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა ანდრეი ტეტერუკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მან საქართველოს ექსპრეზიდენტზეც ისაუბრა. ტეტერუკის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია კანონი, უკანონოდ გავიდა ქვეყნიდან და ასევე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

 

„მან ამაზეც უნდა აგოს პასუხი და იმ დანარჩენ დანაშაულებზე, რომელსაც მას საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უყენებს. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს და სასჯელი მოიხადოს“, - განაცხადა ანდრეი ტეტერუკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner