logo_geo
eng_logo
ანდრეი ტეტერუკი: 2014 წელთან შედარებით, ჩვენ ახლა ვხედავთ სერიოზულ მხარდაჭერას ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს
- +

17 თებერვალი. 2022. 01:01

 

 

„არის მოქალაქეთა მცირე პროცენტი, რომელსაც შეეშინდა და ქვეყანა დატოვეს, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. გასულ კვირას ჩვენ მოვაწყვეთ ერთიანობის მარში უკრაინისთვის. რამდენიმე ათასი უკრაინელი ჩამოვიდა სხვადასხვა ქალაქიდან, რათა მათ დემონსტრირება მოეხდინათ იმისა, რომ მორალურად მზად ვართ, წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას და ჩვენ არ გვეშინია ესკალაციის“, - ამის შესახებ უკრაინის რადას მე-8 მოწვევის დეპუტატმა, ანდრეი ტეტერუკმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინელები მზად არიან, თავიანთი ქვეყანა დაიცვან.

 

„ჩვენ მზად ვართ ცეცხლი წავუკიდოთ მათ ტანკებს, ვესვრით მათ ჯარისკაცებს და ვიბრძოლებთ უკრაინის მიწის თითოეული მეტრისთვის. მას ექნება ომი, სერიოზული მსხვერპლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მხარესაც იქნება მსხვერპლი, დანებებას არავინ არ აპირებს. 2014 წელთან შედარებით, ჩვენ ახლა ვხედავთ სერიოზულ მხარდაჭერას ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ და ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს, - ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტეტერუკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner