logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არ გვეშინია თარიღების, რადგან თავს დავიცავთ 16 და 17 თებერვალს, მარტსა და აპრილში, სექტემბერსა და დეკემბერში - დღეები და თვეები არ არის მნიშვნელოვანი
- +

17 თებერვალი. 2022. 01:22

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ აშინებს რუსეთის შესაძლო ინტერვენციის შესახებ პროგნოზები, რადგან ქვეყანა მზად არის, თავი დაიცვას.

 

„ჩვენ არ გვეშინია პროგნოზებისა და მტრის. ჩვენ არ გვეშინია თარიღების, რადგან თავს დავიცავთ 16 და 17 თებერვალს, მარტსა და აპრილში, სექტემბერსა და დეკემბერში. დღეები და თვეები არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია წელი: ახლა 2022 წელია და არა 2014 წელი. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ომი რვა წელი გრძელდება. ჩვენც ამდენჯერ გავძლიერდით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner