logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და დაძაბულობის შემცირებას მიესალმება
- +

17 თებერვალი. 2022. 10:18

 

„გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და დაძაბულობის შემცირებას მიესალმება,“ - ამის შესახებ ანტონიო გუტიერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

 

„გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ მხარეთა განცხადებები კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების საჭიროების შესახებ იმედის მომცემია. ის მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული“, -აღნიშნა დიუჟარიკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner