logo_geo
eng_logo
ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა დააკავეს
- +

5 აგვისტო. 2016. 15:21


გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა დააკავეს, მაშინ, როდესაც გუნავა სამგორის მოსახლეობის ნაწილთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავდა.

პარტიის ლიდერები მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციასთან იკრიბებიან, სადაც გუნავაა გადაყვანილი.

შს სამინისტროს განცხადებით, ბეჟან გუნავა სამართალდამცველებმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner