logo_geo
eng_logo
"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ბორჯომში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის შეფასება დაიწყო
- +

5 აგვისტო. 2016. 15:37


„ჯიპიაი ჰოლდინგმა" ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის შეფასება დაიწყო.  

სტიქიის შედეგად დაზიანებულია 30-ზე მეტი ავტომობილი და დატბორილია ასობით კვადრატული კომერციული ფართი. აღნიშნული  ზარალის ჯამური რაოდენობის შეფასება მიმდინარეობს.

სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ.

სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას - დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები.

ზარალის შესახებ უკვე განაცხადა 30-ზე მეტმა კერძო ავტომფლობელმა, დატბორილია რამდენიმე კომერციული ფართი. 

შესწავლის შემდეგ, "ჯიპიაი ჰოლდინგი", როგორც ავტომობილის, ისე სხვა ტიპის ქონებისთვის, მიყენებულ ზარალს კონტრაქტის პირობების მიხედვით ოპერატიულად აანაზღაურებს.

2015 წელს "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 49 340 000 ლარი აანაზღაურა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner