logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: დავით კეზერაშვილი ჯარისთვის მოპარული მილიონებით ნიკანორ მელიას საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა...
- +

17 თებერვალი. 2022. 15:34

 

„ვითომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ დაპირისპირება მწვავდება და როგორც ჩანს, წინ საინტერესო სანახაობა გველოდება. მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით ციხეში გამწესებამ, ოპოზიციურ ველზე გავლენებისა და ფინანსებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება განაპირობა“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და აზიარებს ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია დავით კეზერაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვილ ქონებაზე საუბრობს.

 

„ვითომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ დაპირისპირება მწვავდება და როგორც ჩანს, წინ საინტერესო სანახაობა გველოდება. მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით ციხეში გამწესებამ, ოპოზიციურ ველზე გავლენებისა და ფინანსებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება განაპირობა. დავით კეზერაშვილი საქართველოს ჯარისთვის მოპარული მილიონებით ნიკანორ მელიას საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, სანაცვლოდ მერობის კანდიდატისგან გიგა ბოკერიას „ჩახსნა“ მოუთხოვია! არადა, ახლა ალბათ თავად ნიკანორ მელიას ჩახსნიან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან. დავით დარჩიაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს და „ტაბულას“ go to hell აგზავნის აი, ესენი ებრძვიან საქართველოს და ,,ქართულ ოცნებას“. აი, ამათ უნდათ კოალიციურად ხელისუფლებაში დაბრუნება! ვერასდროს დაბრუნდებით, ვერასდროს! რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ“, - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner