logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის ნარატივზე არსებულ პოლიტიკანებს არ გააჩნიათ იდეა, არა აქვთ გუნდურობის განცდა და მთელი მათი „მოღვაწეობა“ ანგარებაზე და ფულზე დაფუძნებული
- +

17 თებერვალი. 2022. 15:35

 

„ნაცები, ევრონაცები, გირჩები, რესპუბლიკელები და სხვა ტიპები, ერთი ხის, საქართველოს მტრობის ხის სხვადასხვა ტოტები არიან, რომელთაც ერთი საერთო ვარჯი - ფული და აგრესიული ლიბერალიზმი აქვთ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-სტატუსს, სადაც წერს, რომ ნიკა მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა.

 

„საკმაოდ საინტერესო პოსტი დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

საკმაოდ საინტერესო, რადგანაც ამ პოსტით მან სრულად გააშიშვლა არა მხოლოდ ნაცების ფინანსური სამზარეულო, არამედ თავისდა უნებურად პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილის ნარატივზე არსებულ პოლიტიკანებს, არ გააჩნიათ პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი მახასიათებელი - არ გააჩნიათ იდეა, არა აქვთ გუნდურობის განცდა და მთელი მათი "მოღვაწეობა" ანგარებაზე და ფულზე დაფუძნებული.

 

ის, რომ „ნაცმოძრაობის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა მერკანტილიზმია, ყველასთვის ცხადი იყო.

 

არ მითხრათ ახლა, რომ ამ ბოროტ ფესვზე კეთილი ყლორტები ამოვიდაო. ნაცები, ევრონაცები, გირჩები, რესპუბლიკელები და სხვა ტიპები, ერთი ხის, საქართველოს მტრობის ხის სხვადასხვა ტოტები არიან, რომელთაც ერთი საერთო ვარჯი - ფული და აგრესიული ლიბერალიზმი აქვთ. ეგაა და ეგ“, – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner