logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: კეზერაშვილი თავის კრიმინალურ საფინანსო პირამიდას ამჟამად „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ქმნის, მაგრამ ნიკანორ მელიას ამის გამო დისკომფორტი აღარ გააჩნია
- +

17 თებერვალი. 2022. 15:39

 

„ბევრი სიახლეა საინფორმაციო ველზე ამ დღეებში - კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილს „ფილანტროპი“ და „გავლენიანი“ ადამიანი უწოდა, ხოლო მაია ორჯონიკიძემ დავით კეზერაშვილს - ოლიგარქი. კრიმინალური ქოლ-ცენტრების დაფუძნებაში ადანაშაულებს კეზერაშვილს ელისო კილაძე, ხოლო გიგა ბოკერიას მეუღლე - ხელს ადებს მას საკუთარი ქმრის ჩაგვრასა და ნიკანორ მელიას პოლიტიკურ ამბიციების ფინანსურ უზრუნველყოფაში“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც დავით კეზერაშვილის ქონებაზე საუბრობს.

 

„ბევრი სიახლეა საინფორმაციო ველზე ამ დღეებში - კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილს „ფილანტროპი“ და „გავლენიანი“ ადამიანი უწოდა, ხოლო მაია ორჯონიკიძემ დავით კეზერაშვილს - ოლიგარქი. კრიმინალური ქოლ-ცენტრების დაფუძნებაში ადანაშაულებს კეზერაშვილს - ელისო კილაძე, ხოლო გიგა ბოკერიას მეუღლე - ხელს ადებს მას საკუთარი ქმრის ჩაგვრასა და ნიკანორ მელიას პოლიტიკურ ამბიციების ფინანსურ უზრუნველყოფაში. დიახ, იმ მელიასი, რომელმაც სულ რაღაც 5 წლის წინ კეზერაშვილის ფინანსებს „ბინძური“ და არა „წიგნების გამოცემით“ ნაშოვნი უწოდა, ხოლო დღეს კი, პრინციპიდან „ფული არ ყარს“, იმავე კეზერაშვილის ფინანსური გადასხმის მოწყობილობა მოარგო საკუთარ დასუსტებულ პოლიტიკურ სხეულს. დღეს ერთმანეთს ასწრებენ გადაბრალებაში, ვინ რა სიბინძურით იკვებება, ვინ ვის ძირავს ფულის გამო, ვინ ვის და როგორ აფინანსებს ამ „პოლიტიკურ“ ბაკქანალიაში. პოლიტიკა მხოლოდ მაშინ იძენს ჭუჭყის ფერს, როდესაც მას ჭუჭყიანი ან სისხლიანი ხელებით ასაზრდოვებ. კეზერაშვილმა მაინც ვერ დაიწყო წიგნების წერა და გამოცემა, თავის კრიმინალურ საფინანსო პირამიდას კი ის ამჟამად „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ქმნის, მაგრამ ნიკანორ მელიას ამის გამო დისკომფორტი აღარ გააჩნია - ამ ბინძური ფულით, ის ხომ ამჟამად მას და არა სხვებს ამარაგებს. და ყოველივე ამის ფონზე, რა თქმა უნდა ცამდე მართალია ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ კრიმინალების მიზანმიმართულ დასუსტებას (საბოლოო ჯამში მათი ქართული პოლიტიკიდან საბოლოო გაქრობის მიზნით) - 2024 წლის არჩევნებისთვის სახელისუფლებო პროგრამის ქვაკუთხედად უკვე დღეიდან ასახელებს. მანამდე კი დაჭამონ ერთმანეთი. დღეს „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ოფისის არქიტექტორული შედევრის „ხალხური დასახელება“, როგორც არასდროს - ნაცსექტაში მიმდინარე პროცესებს მიესადაგება ყველაზე კარგად“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner