logo_geo
eng_logo
პაველ სოლოჩი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო ერთი-ორი დღის წინ
- +

17 თებერვალი. 2022. 16:54

 

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოჩიმ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს კი არ გამოჰყავს ჯარები უკრაინის საზღვრიდან, პირიქით - ზრდის მათ რაოდენობას.

 

მან, ასევე, დასძინა, რომ საგანგაშო ნიშნების მიუხედავად, მაინც არსებობს იმედი, რომ რუსეთი თავის ჯარს უკრაინის საზღვრიდან გაიყვანს.

 

„სანამ პირველი გასროლა არ მოხდება, არსებობს იმედი, რომ უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება სამხედრო აგრესიის რაიმე სცენარი. თუმცა, ამ მომენტისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო ერთი-ორი დღის წინ“, - განაცხადა პაველ სოლოჩიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner