logo_geo
eng_logo
სოფელ ხოვლეში სკვერის განახლება მიმდინარეობს
- +

17 თებერვალი. 2022. 16:58

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სრული რეკონსტრუქციის სამუშაოები  მიმდინარეობს.

 

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ახალი ჭიათურას“ მიერ არსებული სკვერის დემონტაჟი უკვე  დაასრულა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სკვერში დაიგება დეკორატიული ფილები, გამწვანდება ტერიტორია, მოეწყობა  გარეგანათება და განთავსდება დასასვენებელი სკამები. აღდგენილი იქნება სკვერში არსებული ომის ვეტერანთა მემორიალიც.

 

სოფელში 700-მდე ოჯახი ცხოვრობს და დასასვენებელი სივრცის არსებობა აუცილებელია. მუნიციპალიტეტის მერიამ,  ხოვლეს სკვერის სარეაბილიტაციო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და მასზე 176 667 ლარი დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner