logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
- +

17 თებერვალი. 2022. 20:51

 

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი, ლექსო დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დმანისის მერი კობა მურადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

 

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში.

 

18-20 თებერვალს დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმსა და ამბროლაურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner