„სახელმწიფო საწარმოები წამგებიანი არ უნდა იყოს. გამორიცხულია ფინანსთა მინისტრის დაქვემდებარებაში შემოსავლების სამსახური იყოს და სახელმწიფო საწარმოების წამგებიანი იყოს. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და თუ გამოძიებაა საჭირო ამაზე პარლამენტმა უნდა ვიმსჯელოთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ასეულ მილიონობით ზარალს განიცდის, თანამდებობი უნდა დატოვონ.
„დარწმუნებული ვარ, ამ საწარმოებში არის ბევრი „აიპია“ და არ მგონია, რომ ეს „აიპები“ წამგებიანი იყოს“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.