logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო ლაშა ხუციშვილს: „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა საზოგადოებისთვის გასაგებად უნდა იყოს მიწოდებული“
- +

17 თებერვალი. 2022. 23:12

 

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმების პროგრამამ ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია, რაც არ მიკვირს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

 

მისი თქმით, ეს საკითხი პოსტულატების სახით იქნა ჩამოყალიბებული, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

 

„არ დაგიმალავთ, მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რადგანაც ეს თემა სინამდვილეში ბევრად უფრო მასშტაბური და  ტევადია,“-, აღნიშნა დავით სერგეენკომ და   პროგრამასთან დაკავშირებით აქცენტები სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით გააკეთა.

 

„პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადაიდგა 2019 წელს, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მუშაობას დაიწყებდა და გაუჩნდებოდა შემოსავალი, აღარ მოეხსნებოდა სოციალური  დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1 წელი“, -განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც მისი შეფასებით, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა. თუ სოციალურად დაუცველი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას 4 წლის განმავლობაში არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს: “ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში და ამაში ჩვენვე გადაგიხდით ფულს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის განმარტებები სტრუქტურულად, გასაგებად  უნდა იყოს საზოგადებისათვის მიწოდებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner