დღევანდელ სხდომას, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვებოდა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ კოლეგებს ოპოზიციიდან, ვინაიდან, დღევანდელმა მოსმენამ ზედმეტი შეურაცხმყოფელი ეპითეტებისა და ზედსართავების გარეშე ჩაიარა“, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.