logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე: დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად
- +

17 თებერვალი. 2022. 23:53

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთისა და უკრაინის შესახებ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად საუბრობს.

 

„დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია, რომელსაც აქ წარმოვადგენ, დამტკიცებულია იმით, რაც თვეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ ხდებოდა. გახსოვდეთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი მასხარად იგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და განგაშს, ისინი უკრაინის საზღვრებთან შეუჩერებლად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ სამხედროსა და მასიური სამხედრო თავდასხმისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნიდნენ. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. ამას მოკავშირეები და პარტნიორებიც ხედავენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება,  „ეს ჩვენ შვებას მოგვგვრის, რომ რუსეთმა კურსი შეცვალა და დაამტკიცა, რომ ჩვენი პროგნოზები არასწორი იყო“.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მომდევნო კვირაში ევროპაში შეხვედრას სთხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner