logo_geo
eng_logo
ბორჯომის საავტომობილო გზებზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია
- +

5 აგვისტო. 2016. 16:37


ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ქალაქის საავტომობილო გზებზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია.

ჩატარებული ინტესნიური სამუშაოების შედეგად სრულად გაიწმინდა პლატოზე არსებული საავტომობილო გზა, შესაბამისად გადაადგილება თავისუფალია სოფლების სადგერისა და ცემის მიმართულებით. ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს წაღვერისა და ბაკურიანის მიმართულებითაც.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ასევე გაიხსნა ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. დამსვენებელს მინერალური წყლით სარგებლობა თავისუფლად შეუძლიათ. ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მოქმედებს შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ქალაქ ბორჯომის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდებაც სრულად აღუდგა. ხოლო რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს დენი უახლოეს საათებში მიეწოდებათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner