„ფაქტი არის, რომ მელია ფინანსდებოდა შავი ფულით და ფაქტი არის, რომ ამ დაფინანსების წყაროს მალავდა“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხალხის ძარცვით გამდიდრდა.
„რამდენიმე წლის წინ მელია კეზერაშვილზე ამბობდა, რომ ის ხალხის ძარცვითა და ყაჩაღობით გამდიდრდა და დღეს, როგორც ჩანს, მისგან მილიონობით მიღება მელიასთვის სასურველი არის და დისკომფორტს არ უქმნის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანებს მორალურ სტანდარტს და რეალურ სახეს“, - აცხადებს იონათამიშვილი.