დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და პოლონეთმა სამმხრივი ალიანსი დააფუძნეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინელი ხალხის მხარდამხარ დგანან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი გვეხმარებიან სამშობლოს დაცვაში. ასევე, ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას სამმხრივ ფორმატში ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სფეროებში. ყირიმის საკითხზე ჩვენ ვითანამშრომლებთ ყირიმის პლატფორმის ფარგლებში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, სამი ქვეყანა იმუშავებს, რათა ახალი ფორმატი მაქსიმალურად შედეგიანი იყოს.
„ჩვენი თანამშრომლობით წვლილს შევიტანთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში“, – განაცხადა კულებამ.