„რუსეთის მხრიდან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯერ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთის განცხადება, უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.
ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს მიზეზი, სჯეროდეს, რომ რუსეთი ამზადებს „ცრუ დროშით“ ოპერაციას, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი ჰქონდეს.
„ყველა ინდიკატორი აჩვენებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინაში შეჭრისთვის, უკრაინაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.