logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს თანასწორი დამოკიდებულება ჩვენს მეგობრებთან და თუ შესაკამათებელია - ვეკამათებით, თუ მართლები არიან - ვეთანხმებით
- +

18 თებერვალი. 2022. 01:33

 

მამუკა მდინარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის გამო გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თუ ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, განცხადებას აკეთებს ისე, რომ საკითხის სიღრმეებში არ ჩადის, ასეთი განცხადება იქნება ზერელე და მმართველი გუნდის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი.

 

„თუ კრიტიკის სივრცე არ არის, ვინც არ უნდა იყოს - ჩვენი მეგობარი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა აკეთებდეს [კრიტიკულ განცხადებას], რაც არ უნდა დიდ პატივისცემას, მადლიერებას ვუფიქსირებდეთ სხვა საკითხებში, სადაც ისინი არ იქნებიან მართლები, ჩვენ ამას ვიტყვით. ჩვენ არ გვექნება ვიღაცების მსგავსი დამოკიდებულება, რომ „შენ ჩემი პარტნიორი ხარ, მეგობარი ხარ და მე უნდა გიყურო ქვემოდან, როგორც უფროსს“. ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მეგობრული, თანასწორი დამოკიდებულება ჩვენს მეგობრებთან და თუ შესაკამათებელია ვეკამათებით, თუ მართლები არიან ვეთანხმებით. ვუფასებთ ყველაფერს, რასაც ამ ქვეყნისთვის აკეთებენ. ყოველთვის. ამასაც არსად გავურბივართ. პირიქით, ვუფასებთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი პოზიცია ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner